ო'სალივანი: მზადდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი

ო'სალივანი: მზადდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი

2236212
ო'სალივანი: მზადდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი

ევროკავშირის საერთაშორისო სანქციების სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი აცხადებს, რომ მზადდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი.

დევიდ ო'სალივანი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ (2022 წლის თებერვალი) მეოთხედ ეწვია ყაზახეთს და დედაქალაქ ასტანაში შეხვედრების შემდეგ პრესისთვის ბრიფინგი გამართა.

ო'სალივანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ყაზახ ოფიციალურ პირებთან და დაამატა: "ევროკავშირს არ აქვს განზრახვა ჩაერიოს ან რაიმე ფორმით შეაფერხოს ყაზახეთის ლეგიტიმური სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან."

მან გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ბიზნეს სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი ყაზახეთს სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად იყენებს და აღნიშნა: "ჩვენ აქ ვსაუბრობთ ევროკავშირსა და G7 ქვეყნებში წარმოებული და სანქცირებული პროდუქტების ყაზახეთის გავლით რუსეთში ექსპორტზე. ამ მიმართულებით კმაყოფილები ვართ ყაზახ ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობით."

ო'სალივანმა ასევე დაამატა, რომ ევროკავშირი ამზადებს სანქციების მე-16 პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.



მსგავსი ინფორმაციები