ალფარსლან ბაირაქტარი მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა
ალფარსლან ბაირაქტარი მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვთან და მის დელეგაციასთან ერთად განიხილეს მიმდინარე ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით ბუნებრივი გაზის სფეროში.
მინისტრმა ბაირაქტარმა სოციალურ ქსელ X-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამინისტროში უმასპინძლა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს და მის დელეგაციას.
„ჩვენს მეგობარ და მოძმე ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან, ინტენსიურად ვაგრძელებთ ურთიერთობებს ენერგეტიკის სფეროში. ბატონ ჯაბაროვთან განვიხილეთ მიმდინარე ენერგეტიკული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბუნებრივი გაზის სფეროში. ასევე გავმართეთ კონსულტაციები ახალი შესაძლო პროექტების შესახებ“, აცხადებს ალფარსლან ბაირაქტარი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასი.