თურქეთიდან აშშ-ში ექსპორტი გაიზარდა
თურქეთიდან აშშ-ში ექსპორტი გაიზარდა

თურქეთის ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა ღირებულების მიხედვით გასულ წელს აშშ-სთან დაფიქსირდა - 1 მილიარდ 256 მილიონი დოლარით, ხოლო მთლიანმა ექსპორტმა ამ ქვეყანაში 13 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
თურქეთის ექსპორტიორთა საბჭოს მონაცემების თანახმად, გასულ წელს თურქეთის ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა ღირებულების მიხედვით აშშ-სთან დაფიქსირდა.
თურქეთის ექსპორტი ამ ქვეყანაში გასულ წელს წინა წელთან შედარებით 1 მილიარდ 256 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ექსპორტის ზრდის მიხედვით აშშ-ს მოსდევს გაერთიანებული სამეფო 1 მილიარდ 254 მილიონი დოლარით, რუმინეთი 997,9 მილიონი დოლარით, ერაყი 958,8 მილიონი დოლარით და იტალია 879,2 მილიონი დოლარით.
გასულ წელს ექსპორტმა აშშ-ში შეადგინა 13,4 მილიარდი დოლარი, გაერთიანებულ სამეფოში - 12,7 მილიარდი დოლარი, იტალიაში - დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი, ერაყში - 10,7 მილიარდი დოლარი და რუმინეთში - 7,5 მილიარდი დოლარი.