თურქეთის ავიახაზები (THY) სირიის დედაქალაქ დამასკოში ფრენებს იწყებს

ფრენები კვირაში 3-ჯერ იქნება შესრულებული ორმხრივად

2231389
თურქეთის ავიახაზები (THY) სირიის დედაქალაქ დამასკოში ფრენებს იწყებს

თურქეთის ავიახაზები (THY) სირიის დედაქალაქ დამასკოში 23 იანვრიდან განაახლებს ფრენებს, რომლებიც კვირაში 3-ჯერ იქნება შესრულებული ორმხრივად.

თურქეთის ავიახაზების ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ფრენა დამასკოში შესრულდება 23 იანვარს, ხუთშაბათს, თურქეთის დროით 09:00 საათზე სტამბოლის აეროპორტიდან დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, A330-203 ტიპის თვითმფრინავით.

23 იანვრიდან, სტამბოლის აეროპორტიდან სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას თურქეთის დროით 09:00 საათზე შესრულდება რეისები დამასკოს საერთაშორისო აეროპორტში.

დამასკოს აეროპორტიდან იმავე დღეებში 13:00 საათზე განხორციელდება უკან დაბრუნების რეისები სტამბოლის აეროპორტში.



მსგავსი ინფორმაციები