თურქეთის ექსპორტი G20-ის ქვეყნებში 100 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა
თურქეთის ექსპორტი G20-ის ქვეყნებში 2019-2023 წლებში 37%-ით გაიზარდა და 100 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა
თურქეთის ექსპორტი G20-ის ქვეყნებში 2019-2023 წლებში 37%-ით გაიზარდა და 100 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.
G20 წარმოადგენს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 85%-ს და გლობალური ვაჭრობის 75%-ს.
თურქეთმა G20-ის 18 წევრ ქვეყანაში 2019 წელს 71 მილიარდ 197 მილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა.
კოვიდ-19 პანდემიის პიკის დროს, 2020 წელს, თურქეთის ექსპორტი ამ ქვეყნებში 68 მილიარდ 789 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2021 წელს 86 მილიარდ 780 მილიონ დოლარს მიაღწია.
თურქეთმა 2022 წელს 97 მილიარდ 322 მილიონი დოლარის, ხოლო გასულ წელს 97 მილიარდ 249 მილიონი დოლარის პროდუქცია გაყიდა ამ ქვეყნებში. შედეგად, თურქეთის ექსპორტი ამ ქვეყნებში 2019-2023 წლებში დაახლოებით 37%-ით გაიზარდა და 100 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.
მიმდინარე წლის 9 თვეში თურქეთმა აღნიშნულ 18 ქვეყანაში 73 მილიარდ 889 მილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა.
2019-2023 წლებში თურქეთის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები იყვნენ გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო.