ევროკავშირმა კომპანია Meta 797 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირმა კომპანია Meta 797 მილიონი ევროთი დააჯარიმა

2210486
ევროკავშირმა კომპანია Meta 797 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირის კომისიამ სოციალური მედიის პლატფორმების Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელ კომპანია Meta-ს კავშირის ანტიმონოპოლიური წესების დარღვევის გამო 797 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

Meta-ს 797 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა იმის გამო, რომ Facebook Marketplace-ი ინტეგრირებული იყო პერსონალურ სოციალურ ქსელ Facebook-თან და სხვა ონლაინ განცხადებების სერვისის მიმწოდებლებისთვის არასამართლიანი სავაჭრო პირობები დააწესა, რითაც დაარღვია ევროკავშირის ანტიმონოპოლიური წესები.

ევროკავშირის კომისიის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ Meta-მ ბოროტად გამოიყენა თავისი დომინანტური პოზიცია ევროპის ეკონომიკურ სივრცეში პერსონალური სოციალური ქსელებისა და სოციალურ მედიაში ონლაინ ვიდეო რეკლამების ბაზარზე.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ Facebook Marketplace-ის Facebook-თან ინტეგრაციამ გამოიწვია ის, რომ ამ სოციალური მედიის პლატფორმის ყველა მომხმარებელს ავტომატურად მიუწვდებოდა ხელი Facebook Marketplace-ზე და, სურდათ თუ არა, რეგულარულად უწევდათ Facebook Marketplace-ის ხილვა, რამაც არასამართლიანი სავაჭრო პირობები შექმნა სხვა ონლაინ განცხადებების სერვისის მიმწოდებლებისთვის.

შესაბამისად, გადაწყდა, რომ Meta-მ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აღნიშნული ქმედება და მომავალში თავი შეიკავოს იგივე დარღვევის გამეორებისგან ან მსგავსი მიზნისა და ეფექტის მქონე ქმედებებისგან.



მსგავსი ინფორმაციები