თურქეთის საიუველირო პროდუქციის ექსპორტის შემოსავალი გაიზარდა
თურქეთის საიუველირო პროდუქციის ექსპორტის შემოსავალი გაიზარდა
2206892
მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში თურქეთის საიუველირო პროდუქციის ექსპორტის შემოსავალმა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
თურქეთის საიუველირო პროდუქციის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა იანვარ-ოქტომბრის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ით მოიმატა და 6 მილიარდ 149 მილიონ 148 ათას დოლარს მიაღწია.
იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საიუველირო სექტორის ექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 2.8% შეადგინა.
საიუველირო პროდუქციის ექსპორტში ყველაზე დიდი მოცულობა - 2.1 მილიარდი დოლარი - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში განხორციელდა. მას მოსდევს აშშ 577.6 მილიონი დოლარით, ჰონგ-კონგი 458.7 მილიონი დოლარით, ერაყი 420.3 მილიონი დოლარით და მექსიკა 256.1 მილიონი დოლარით.