თურქეთმა ნიგერთან სამთო-მოპოვებითი სამუშაოების სფეროში მემორანდუმი გააფორმა

თურქეთმა ნიგერთან სამთო-მოპოვებითი სამუშაოების სფეროში მემორანდუმი გააფორმა

2202123
თურქეთმა ნიგერთან სამთო-მოპოვებითი სამუშაოების სფეროში მემორანდუმი გააფორმა

თურქეთმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი სამთო-მოპოვებითი სამუშაოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ აფრიკის ქვეყანა ნიგერთან, რომელიც მდიდარია სასარგებლო წიაღისეულის მარაგებით.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქთარი სტამბოლში შეხვდა ნიგერის სამთო საქმეთა მინისტრს აბარჩი უსმანეს.

შეხვედრის შემდეგ, თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ნიგერის რესპუბლიკის სამთო საქმეთა სამინისტროს შორის სამთო-მოპოვებით სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში ხელი შეეწყობა ინფორმაციის გაცვლას, ოფიციალური დონის შეხვედრებს, შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს შორის კონსულტაციებს, ორმხრივი ინტერესებისა და შესაძლებლობების განვითარების პროექტებში თანამშრომლობას. ასევე განხორციელდება თანამშრომლობის აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას ორი ქვეყნის სამთო-მოპოვებითი სექტორების მეშვეობით.

გარდა ამისა, წახალისდება თურქული საჯარო და კერძო სექტორის კომპანიების საქმიანობა ნიგერის სამთო-მოპოვებით სექტორში, გაიმართება მოლაპარაკებები და მოხდება ინფორმაციის გაცვლა გარკვეულ რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულის ძიებისა და მოპოვების შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები