თურქეთმა ბოლო 6 წლის ყველა თავის ტურისტულ მიზანს მიაღწია

თურქეთმა ბოლო 6 წლის ყველა თავის ტურისტულ მიზანს მიაღწია

2173684
თურქეთმა ბოლო 6 წლის ყველა თავის ტურისტულ მიზანს მიაღწია

თურქეთმა ბოლო 6 წლის ყველა თავის ტურისტულ მიზანს მიაღწია.

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ ერთ-ერთ კერძო სატელევიზიო არხზე 2024 წლის ტურისტული მიზნების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ვზრდით ჩვენს მიზანს პროპორციულად, 60 მილიონი ვიზიტორი და 60 მილიარდი დოლარის შემოსავალი... ჩვენ მივაღწიეთ ყველა იმ მიზანს, რომელიც ტურიზმის სამინისტრომ დასახა ბოლო 6 წლის განმავლობაში. იმედია ამის შემდეგაც მივაღწევთ“. - განაცხადა ერსოიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც აკეთებს ყველაზე ინტენსიურ და ეფექტურ რეკლამას ტურიზმზე. „ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ადგილობრივ ტელევიზიებთან 36 ქვეყანაში“. - თქვა მინისტრმა.

ერსოიმ ასევე განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა შეადგენს ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობის 5 პროცენტს და დაამატა: „სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები არიან ის ტურისტები, რომლებიც ყველაზე მეტ შემოსავალს ტოვებენ“.


საკვანძო სიტყვები: #ტურიზმი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები