თურქეთი-ევროკავშირის უმაღლესი დონის სავაჭრო დიალოგი

თურქეთი-ევროკავშირის უმაღლესი დონის სავაჭრო დიალოგი

2160612
თურქეთი-ევროკავშირის უმაღლესი დონის სავაჭრო დიალოგი

თურქეთსა და ევროკავშირს შორის უმაღლესი დონის სავაჭრო დიალოგის პირველი შეხვედრა დღეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართება.

ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრებს, რომლებსაც ოფიციალური დელეგაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, უხელმძღვანელებენ მინისტრი ომერ ბოლატი და ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი.

შეხვედრებზე განსახილველი თემები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა, საბაჟო კავშირის გაფართოებისთვის მოლაპარაკებების დაწყება, მწვანე ტრანსფორმაციასთან ადაპტაციის მცდელობები, ევროკავშირის ქვეყნების მიერ თურქეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო მოთხოვნით გამოწვეული პრობლემების დაძლევა და და სახმელეთო გადაზიდვის სექტორისთვის ქვეყნების კვოტების უკმარისობა და სხვა.



მსგავსი ინფორმაციები