რუსეთი მზად არის 2024 წლის შემდეგაც გააგრძელოს ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით

რუსეთი მზად არის 2024 წლის შემდეგაც გააგრძელოს ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით

2159362
რუსეთი მზად არის 2024 წლის შემდეგაც გააგრძელოს ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ მზად არიან ამ წლის შემდეგაც გააგრძელონ ბუნებრივი აირის ევროპაში უკრაინის გავლით მიწოდება.

ყაზახეთში ჟურნალისტებთან ალექსანდრე ნოვაკმა ისაუბრა უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის გადაზიდვის ხელშეკრულებაზე, რომელსაც ვადა 2024 წელს ეწურება.

მან აღნიშნა, რომ კონტრაქტის გაგრძელება დამოკიდებულია უკრაინაზე და დაამატა: "გადაზიდვა ხდება მათი ტერიტორიით, მათ აქვთ საკუთარი წესები. გაგრძელება (გადაზიდვის) დამოკიდებულია მათ სურვილზე. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ გადაზიდვა“.

უკრაინის მინისტრთა საბჭომ გამოაცხადა, რომ 2024 წლის შემდეგ არ გაგრძელდება ხელშეკრულებები, რომლებიც საშუალებას მისცემს რუსული ბუნებრივი აირის გადაზიდვას ევროპაში უკრაინის გავლით.

უკრაინის ხელისუფლების მიერ 2023 წლის ბოლოსთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნიდან მილსადენებით ევროპაში გადაზიდული რუსული გაზის რაოდენობა გასულ წელს 2022 წელთან შედარებით 28,4 პროცენტით 14,6 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა.

2019 წლის 30 დეკემბერს უკრაინის ბუნებრივი გაზის ეროვნულ კომპანია „ნაფტოგაზსა“ და რუსეთის კომპანია „გაზპრომს“ შორის ხელმოწერილი მთავრობათაშორისი შეთანხმებით, 2021-2024 წლებში გათვალისწინებულია წელიწადში 40 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ტრანზიტი ევროპაში უკრაინის გავლით.


საკვანძო სიტყვები: #ბუნებრივი აირი , #უკრაინა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები