სტამბოლის აეროპორტი ევროპაში ყველაზე დატვირთული აეროპორტია
სტამბოლის აეროპორტი ევროპაში ყველაზე დატვირთული აეროპორტია
2128191
სტამბულის აეროპორტი დღეში საშუალოდ, 1412 ფრენის განხორციელებით, ევროპაში ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა. ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) 1-7 აპრილის ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სტამბოლის აეროპორტი დღეში საშუალოდ, 1412 ფრენის განხორციელებით, ევროპაში ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა.
სტამბულის აეროპორტს მოჰყვა, ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტი 1326 ფრენით და ლონდონის ჰითროუს აეროპორტი დღეში 1293 ფრენით.