თურქეთმა წლის პირველ ორ თვეში 4,3 მილიონ ტურისტს უმასპინძლა
თურქეთმა წლის პირველ ორ თვეში 4,3 მილიონ ტურისტს უმასპინძლა
2118923
თურქეთმა წლის პირველ ორ თვეში 4,3 მილიონ ტურისტს უმასპინძლა.
კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, იანვარსა და თებერვალში თურქეთში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12 პროცენტით გაიზარდა და 4 მილიონ 341 ათას 606-ს მიაღწია.
მხოლოდ თებერვალში თურქეთს 2 მილიონ 294 ათას 579 უცხოელი ეწვია.
ამრიგად, თებერვალში ზრდის ტემპმა წინა წელთან შედარებით 22,68 პროცენტი შეადგინა.