ჯანეტ იელენი თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრს მეჰმედ შიმშექს შეხვდა

აშშ-ს ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრს მეჰმედ შიმშექს და თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს ფათიჰ ქარაჰანს შეხვდა

2108925
ჯანეტ იელენი თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრს მეჰმედ შიმშექს შეხვდა

ამერკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი G20-ის ფარგლებში თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრს მეჰმედ შიმშექს და თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს ფათიჰ ქარაჰანს შეხვდა.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ჯანეტ იელენი ბრაზილიაში, ქალაქ სან პაულოში გამართული G20-ის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელების სამიტის ფარგლებში, შიმშექსა და ქარაჰანს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას, განიხილეს თუ როგორ შეუძლიათ თურქეთსა და აშშ-ს ერთად იმუშაონ მნიშვნელოვანი რეგიონული პრობლემების გადასაჭრელად, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასა და ამ კონტექსტში სანქციების განხორციელებაზე.

ილენმა X ანგარიშით გაკეთებულ თავის განცხადებაში თქვა: "განვიხილეთ მინისტრ მეჰმედ შიმშექთან, თუ როგორ შეუძლიათ თურქეთსა და აშშ-ს ერთად იმუშაონ მნიშვნელოვანი რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად. მე ასევე ხაზი გავუსვი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას“.



მსგავსი ინფორმაციები