სტამბოლიდან დეტროიტის მეტროპოლიტენის აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

სტამბოლიდან დეტროიტის მეტროპოლიტენის აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

2065508
სტამბოლიდან დეტროიტის მეტროპოლიტენის აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

თურქეთის ავიახაზებმა (THY), სტამბულის აეროპორტიდან დეტროიტის მეტროპოლიტენის აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისით აშშ-ში მიაღწია მე-13 ფრენის დანიშნულებას.

THY-ის პრესსამსახურის განცხადებით, ავიაკომპანიის პირველ რეისს დეტროიტის მეტროპოლიტენის აეროპორტში ტრადიციული წყლის ორნამენტებით დახვდათ.

15 ნოემბრიდან სტამბოლის აეროპორტიდან, დეტროიტის აეროპორტში ფრენები შესრულდება Boeing 787-9 სახეობის თვითმფრინავით და კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.

ამავე ინფორმაციით, სტამბოლი-დეტროიტის რეისები 25 დეკემბრიდან კვირაში ოთხი დღე შესრულდება.

დეტროიტის ფრენებით THY-მა გაზარდა ფრენების ქსელი 345-მდე.



მსგავსი ინფორმაციები