მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ვიზიტორთა რაოდენობამ 45,2 მილიონი ადამიანი შეადგინა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ვიზიტორთა რაოდენობამ 45,2 მილიონი ადამიანი შეადგინა

2065192
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ვიზიტორთა რაოდენობამ 45,2 მილიონი ადამიანი შეადგინა

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში თურქეთში ვიზიტორთა რაოდენობამ 45,2 მილიონი ადამიანი შეადგინა.

ერსოიმ აღნიშნული შეფასება, მეჯლისში საბიუჯეტო კომისიაზე, 2024 წლის ბიუჯეტის პრეზენტაციისას გაკეთა.

მინისტრის თქმით, გასულ წელს თურქეთს ეწვია 51,4 მილიონი ადამიანი, რაც 71 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

„ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობამ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 45,2 მილიონი ადამიანი შეადგინა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ტურიზმიდან შემოსავალზეც აისახა. ერთ სულ მოსახლეზე ღამის შემოსავალი 2022 წელს 89 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ 9 თვეში 100 დოლარამდე. ჩვენი შემოსავალი ტურიზმიდან პირველ 9 თვეში 42 მილიარდი დოლარი იყო“, განაცხადა კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა.


საკვანძო სიტყვები: #ტურისტები , #მეჰმედ ნური ერსოი

მსგავსი ინფორმაციები