ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

2002816
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარე შვედეთის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია: „დღეს ევროკავშირის ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ“.

პოსტში ასევე ნათქვამია: „პაკეტი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ ბრძოლას და შეიცავს პირებს, რომლებიც უნდა მოხვდნენ სიაში“.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თავის განცხადებაში ამ თემაზე ამბობს: „მე მივესალმები პოლიტიკურ შეთანხმებას ჩვენს მე-11 სანქციების პაკეტზე“.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ სანქციები კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ომის მანქანას“ ექსპორტის დამატებითი შეზღუდვებით და რომ ასევე სამიზნე გახდა კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციები.

ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ისინი შეზღუდავენ რუსეთის პროდუქტებზე წვდომას შემაკავებელი ზომებით, არსებული სანქციების ხარვეზების შევსებით.

ახალი სანქციების პაკეტის ყველა დეტალი ჯერ არ არის გავრცელებული.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მომზადებული მე-11 სანქციების პაკეტი ორიენტირებულია არსებული სანქციების დარღვევის პრევენციასა და სანქციებში არსებული ხარვეზების შევსებაზე.



მსგავსი ინფორმაციები