მსოფლიო ბანკმა თურქეთის ეკონომიკის ზრდის მოლოდინი გაზარდა
მსოფლიო ბანკმა თურქეთის ეკონომიკის ზრდის მოლოდინი გაზარდა
მსოფლიო ბანკმა თურქეთის ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 3,2 პროცენტამდე გაზარდა. მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის ივნისის ნომერი გამოაქვეყნა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის ეკონომიკა წელს მოსალოდნელია 3,2 პროცენტით, მომავალ წელს 4,3 პროცენტით და 2025 წელს 4,1 პროცენტით გაიზარდოს.
იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზებში მსოფლიო ბანკმა იწინასწარმეტყველა, რომ თურქეთის ეკონომიკა 2023 წელს 2,7 პროცენტით, ხოლო 2024 წელს 4 პროცენტით გაიზრდებოდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი თებერვლის დასაწყისში ორი ძლიერი მიწისძვრით შეირყა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში თურქეთი განაგრძობდა მნიშვნელოვან წვლილს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკურ ზრდაში.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთი თავდაცვითი პროდუქციის ექსპორტის ნახევარზე მეტს ნატოს ქვეყნებში ახორციელებს
თურქეთი თავდაცვითი პროდუქციის ექსპორტის ნახევარზე მეტს ნატოს ქვეყნებში ახორციელებს