თურქეთის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში 4 პროცენტით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში 4 პროცენტით გაიზარდა

1993730
თურქეთის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში 4 პროცენტით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 4 პროცენტით გაიზარდა. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TÜİK), მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შედეგები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ხსენებულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4 პროცენტით გაიზარდა.

ასე, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშის ცენტრში მომხდარი მიწისძვრების ეფექტის მიუხედავად, 4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

მეორე მხრივ, წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული 4%-იანი ზრდით, თურქეთმა მოახერხა გამხდარიყო მეორე ყველაზე მზარდი ქვეყანა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებს შორის და მესამე დიდი ოცეულის (G20) ქვეყნებს შორის.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ეკონომიკა , #გაიზარდა

მსგავსი ინფორმაციები