პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი შეაჩერეს
პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი შეაჩერეს

პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი შეაჩერეს, რათა დაიცვან ადგილობრივი პროდუქცია. გადაწყვეტილება ევროკავშირმა გააკრიტიკა.
ევროკომისიის, სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობის პრესსპიკერმა, მირიამ გარსია ფერერმა განაცხადა, რომ „ცალმხრივი ქმედებები მათთვის მიუღებელია“.
ფერერმა თქვა, რომ ისინი ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს პოლონეთისა და უნგრეთის განცხადებებს აკრძალვის შესახებ და დასძინა, რომ ვაჭრობის პოლიტიკა ევროკავშირის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ექვემდებარება. ამიტომ, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია.
მისივე თქმით, ამდაგვარ რთულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის შიგნით ყველა გადაწყვეტილების ერთობლივად და კოორდინირებულად იქნეს მიღებული.
ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, შავი ზღვის პორტები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, უკრაინული მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი რაოდენობა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში გაიგზავნა.
ამან კი რეგიონის სხვა ქვეყნების მწარმოებლებში უკმაყოფილება გამოიწვია.
ადგილობრივი მწარმოებლები, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებში, უჩივიან ამ მდგომარეობას. სწორედ ამის ფარგლებში პოლონელ და უნგრელ ფერმერებს უკრაინიდან იაფი სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის შეჩერება სურთ.
განსაკუთრებით პოლონეთში, ფერმერები ხშირად აწყობდნენ საპროტესტო აქციებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ორმა ქვეყანამ გადაწყვიტა დროებითი აეკრძალა უკრაინიდან მარცვლეულსა და საკვებ პროდუქტების იმპორტი.
პოლონეთმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროდუქციის ტრანზიტიც აკრძალა.
აკრძალული პროდუქტების სიაში შედის მარცვლეული, შაქარი, რძე და რძის პროდუქტები.