საუდის არაბეთმა თურქეთთან 5 მილიარდი დოლარის შეთანხმება გააფორმა
საუდის არაბეთმა თურქეთთან 5 მილიარდი დოლარის შეთანხმება გააფორმა

საუდის არაბეთის განვითარების ფონდმა გამოაცხადა, რომ თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკთან 5 მილიარდი დოლარის დეპოზიტებში შეთანხმებას მოაწერა ხელი. საუდის არაბეთის განვითარების ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ მეფე მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდისა და პრინცის მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გასაძლიერებლად.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრსა და საუდის არაბეთის განვითარების ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს აჰმედ ალ ხათიბსა და თურქეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს შაჰაფ ქავჯიოღლუს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დეპოზიტის შესახებ, რომელიც მოიცავს 5 მილიარდ დოლარს.
განცხადებაში ასევე იმაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომ საუდის არაბეთი სრულად ენდობა თურქეთის ეკონომიკის მომავალს.
მსგავსი ინფორმაციები

პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას გეგმავს
პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას გეგმავს