თურქეთის საავტომობილო სექტორმა ყველაზე მეტი ექსპორტი განახორციელა

თურქეთის საავტომობილო ინდუსტრია გახდა სექტორი, რომელმაც გასულ თვეში ყველაზე მეტი ექსპორტი განახორციელა

1954009
თურქეთის საავტომობილო სექტორმა ყველაზე მეტი ექსპორტი განახორციელა

თურქეთის საავტომობილო ინდუსტრია გახდა სექტორი, რომელმაც გასულ თვეში ყველაზე მეტი ექსპორტი განახორციელა.

თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის მონაცემებით, საავტომობილო ინდუსტრიას, რომელმაც გასულ თვეში 2 მილიარდ 631 მილიონ 930 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა, მოჰყვება ქიმიური ნივთიერებები და პროდუქტები 2 მილიარდ 251 მილიონ 822 ათასი დოლარით, მზა ტანსაცმლისა სექტორი 1 მილიარდ 581 მილიონ 189 ათასი დოლარით.

თებერვალში ექსპორტის ყველაზე მაღალი ზრდა 77,3 პროცენტით დაფიქსირდა ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის სექტორში.

ინდუსტრიულ ჯგუფში, რომელმაც თურქეთის მთლიანი ექსპორტის 82 პროცენტი შეადგინა გასულ თვეში, ექსპორტმა 9,5 პროცენტიანი კლებით 13 მილიარდ 534 მილიონ 468 ათასი დოლარი შეადგინა.

პირველი 3 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ექსპორტი განხორციელდა არის გერმანია 1 მილიარდ 511 მილიონ 834 ათასი დოლარით, იტალია 972 მილიონ 54 ათასი დოლარით და აშშ 894 მილიონ 898 ათასი დოლარით.



მსგავსი ინფორმაციები