ჯანმო 392 მილიონი დოლარის დახმარებას ითხოვს
ჯანმო 392 მილიონი დოლარის დახმარებას ითხოვს
1952374

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), იემენში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, 392 მილიონი დოლარის დახმარება მოითხოვა.
ჯანმოს წარმომადგენელმა იემენში, ედემ აბდულმუნიმ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში თქვა: „იემენს სჭირდება სასწრაფო და ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო დონორებისა და სხვა პარტნიორებისგან, რათა თავიდან აიცილოს მისი ჯანდაცვის სისტემის პოტენციური კოლაფსი. იემენის ჯანდაცვის სისტემას სჭირდება ახალი დაფინანსება 392 მილიონი დოლარის ოდენობით, რათა უზრუნველყოს, ყველაზე ძირითადი სერვისების მიწოდება 12,9 მილიონი ადამიანისთვის. ამიტომ მოვუწოდებთ დონორებს, გააგრძელონ ჩვენი მცდელობების მხარდაჭერა იემენის ხალხისთვის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის“.