საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ენერგომომარაგების შეწყვეტის შიში აქვს
საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, აბდულაზიზ ბინ სალმანმა განაცხადა, სანქციების გამო ენერგომომარაგების შეწყვეტის შიში აქვს

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, აბდულაზიზ ბინ სალმანმა განაცხადა, სანქციების გამო ენერგომომარაგების შეწყვეტის შიში აქვს.
მინისტრმა ბინ სალმანმა, ენერგეტიკის საერთაშორისო ეკონომიკის ასოციაციის მიერ დედაქალაქ რიადში გამართულ კონფერენციაზე, ენერგეტიკულ ბაზარზე „ენერგო ნაკადის შემაფერხებელი სანქციების“ ეფექტის შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ „სანქციებმა, ემბარგოებმა და ინვესტიციების შესამჩნევმა შემცირებამ ენერგეტიკის სექტორში" შესაძლოა გამოიწვიოს გლობალური ენერგომომარაგების დეფიციტი.
მან სანქციების ნეგატიურ ზემოქმედებაზე მიუთითა და გამოთქვა შეშფოთება „ენერგომომარაგების შეწყვეტის შესახებ ყველა სფეროში, როცა ეს ყველაზე მეტად არის საჭირო“ და დეტალები არ დააკონკრეტა, თუ რომელ სანქციებზეა საუბარი.
მინისტრმა ბინ სალმანმა განაცხადა, რომ გლობალური ენერგეტიკული ბაზრები უნდა ენდოს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების და ზოგიერთი მწარმოებელი ქვეყნისგან შემდგარ OPEC+ ჯგუფს და დაამატა: „რადგანაც ჩვენ არ ვერევით პოლიტიკურ საკითხებში, ჩვენი გადაწყვეტილებები ტექნიკურია... იმედი მაქვს, რომ ვცდები, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ იმან, რაც დღეს ხდება, შეიძლება გამოიწვიოს ენერგომომარაგების დეფიციტი“.
ევროკავშირის ქვეყნების მიერ ივნისში მიღებული რუსეთიდან საზღვაო გზით სხვადასხვა გადამუშავებელი ნავთობპროდუქტების, როგორიცაა დიზელი და თხევადი საწვავი იმპორტის აკრძალვა და ამ პროდუქტებზე მაქსიმალური ფასის დაწესება გუშინ ამოქმედდა.
მის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთისგან აღარ შეიძენენ სხვადასხვა გადამუშავებელ ნავთობპროდუქტებს, როგორიცაა დიზელი და თხევადი საწვავი.
მსგავსი ინფორმაციები

თებერვლის თვეში სტამბოლის აეროპორტი ევროპაში ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა
თებერვლის თვეში სტამბოლის აეროპორტი ევროპაში ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა

აშშ: ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთისა და გაეროს ძალისხმევას მარცვლეულის ინიციატივაზე
აშშ: ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთისა და გაეროს ძალისხმევას მარცვლეულის ინიციატივაზე