ბილეჯიქში აღმოჩენილი ოქროს საბადო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიხსნა

ბილეჯიქში აღმოჩენილი ოქროს საბადო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიხსნა

1938868
ბილეჯიქში აღმოჩენილი ოქროს საბადო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიხსნა

ბილეჯიქის პროვინციაში აღმოჩენილი ოქროს საბადო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიხსნა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სოღუთის ოქროს საბადოს ობიექტის გახსნისა და პირველი ოქროს ჩამოსხმის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ახალი აღმოჩენებით, ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ადგილობრივი ოქროს წარმოება. 2021 წლის სამთო ზონაში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა 60 ტონა ოქროს მარაგი. ობიექტი პირველ ეტაპზე 2,5 ტონამდე ოქროს წარმოების წლიური სიმძლავრით იმუშავებს. 3 წლის განმავლობაში ჩასატარებელი სამუშაოებით, ობიექტზე წლიური წარმოების რაოდენობა გაიზრდება დაახლოებით 6,5 ტონამდე“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლის დროს, შავ ზღვაში აღმოჩენილ 710 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივი აირის მარაგზე ისაუბრა და განაცხადა: „როგორც ჩვენ, დავპირდით ერს, შავ ზღვაში მოპოვებული გაზის გამოყენება მარტის თვის ბოლოსკენ დაიწყება“.

პრეზიდენტმა ბოლოს, ჯიზრეში აღმოჩენილი ნავთობის საბადოს შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ წარმოების პოტენციალს აუცილებლად გაზრდიან.  



მსგავსი ინფორმაციები