რუსეთს სანქციებს შვეიცარიაც უწესებს

შვეიცარიამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ ბოლო პაკეტში მიღებული ზომების სანქციები დააწესოს

1938265
რუსეთს სანქციებს შვეიცარიაც უწესებს

შვეიცარიამ მიიღო გადაწყვეტილება „უკრაინაში სამხედრო აგრესიის“ მიზეზით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ ბოლო პაკეტში მიღებული ზომების სანქციები დააწესოს.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში ნათქვამია: „შვეიცარიამ თანხმობა განაცხადა, 24 თებერვლიდან რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო თავდასხმების, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის, სუვერენიტეტის და უსაფრთხოების ძირგამომთხრელი ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირის მე-9 სანქციების პაკეტში შემავალი რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს“.

16 დეკემბერს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მე-9 სანქციების პაკეტი მოიცავს სანქცირებულთა სიისთვის დაახლოებით 200 ფიზიკური პირისა და ინსტიტუტის და 3 რუსული ბანკის დამატებას, ორმაგი დანიშნულების პროდუქტების ექსპორტის აკრძალვას და სამთო ინვესტიციების აკრძალვას.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ შვეიცარია საჰაერო და კოსმოსურ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საქონელზე საექსპორტო აკრძალვას გააფართოებს და თვითმფრინავებსა და უპილოტო საფაერო აპარატების ძრავებსაც მოიცავს. შვეიცარია ასევე გეგმავს აკრძალოს ახალი ინვესტიციები რუსეთის სამთო სექტორში.

შვეიცარია, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, ინარჩუნებს ეკონომიკურად ჰარმონიულ ურთიერთობებს მეზობლებთან.



მსგავსი ინფორმაციები