თურქეთიდან ველოსიპედების ექსპორტი 130 ქვეყანაში განხორციელდა

თურქეთიდან ველოსიპედების ექსპორტი 130 ქვეყანაში განხორციელდა

1935149
თურქეთიდან ველოსიპედების ექსპორტი 130 ქვეყანაში განხორციელდა

თურქეთიდან ველოსიპედის, მოპედის (მოტორიზებული ველოსიპედის) და მოტოციკლების მწარმოებლებმა 2022 წელს ექსპორტი 130 ქვეყანაში განახორციელეს.

საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემების მიხედვით, სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებმაც გასული წელი 2021 წელთან მიახლოებული მაჩვენებლებით დახურეს, ყველაზე მეტი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანეს ევროპაში და ქვეყნების სათავეში გერმანია დგას.

გასულ წელს ექსპორტირებული იყო 141 მილიონ 282 ათასი დოლარის პროდუქცია, გერმანიაში უცხოური გაყიდვები წინა წელთან შედარებით 30 პროცენტზე მეტით 17 მილიონ 406 ათასი დოლარიდან 22 მილიონ 738 ათას დოლარამდე გაიზარდა.

გერმანიის შემდეგ უცხოური გაყიდვები საფრანგეთში 20 პროცენტით 17 მილიონ 314 ათასი დოლარიდან 20 მილიონ 918 ათას დოლარამდე გაიზარდა.

ექსპორტი ფინეთში, რომელიც მესამე ადგილს იკავებს, თითქმის 7 პროცენტით გაიზარდა და 18 მილიონ 226 ათასი დოლარი შეადგინა.



მსგავსი ინფორმაციები