უცხოელებზე ბინების გაყიდვის რაოდენობა 15,2%-ით გაიზარდა
უცხოელებზე ბინების გაყიდვის რაოდენობა 15,2%-ით გაიზარდა
1933890

თურქეთში გასულ წელს უცხოელების მიერ შეძენილი საცხოვრებელი ბინების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 15,2 პროცენტით გაიზარდა. გასულ წელს, თურქეთის მასშტაბით უცხოელებზე 67 ათას 490 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. უცხოელებზე ბინების გაყიდვით 2022 წელს პირველი ადგილი სტამბოლმა დაიკავა 24 ათას 953 სახლის გაყიდვით, შემდეგ მოდის ანტალია 21 ათას 860 სახლის გაყიდვით, მესამე ადგილზე კი მერსინია 4 ათას 316 სახლით. იმ უცხოელებს შორის რომლებმაც თურქეთში საცხოვრებელი ბინები იყიდეს, პირველ სამეულში რუსები, ირანელები და ერაყელები არიან.