უკრაინამ სომალიში 25 ათასი ტონა ხორბალი გააგზავნა

ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ მათ სომალიში, რომელიც დიდი ხანია სასურსათო კრიზისს ებრძვის, 25 ათასი ტონა ხორბალი გააგზავნეს

1925765
უკრაინამ სომალიში 25 ათასი ტონა ხორბალი გააგზავნა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ მათ სომალიში, რომელიც დიდი ხანია სასურსათო კრიზისს ებრძვის, 25 ათასი ტონა ხორბალი გააგზავნეს.

ანდრეი ერმაკმა თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ სომალს სურსათის პრობლემის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში სომალიში გაგზავნილი 25 ათასი ტონა ხორბალი ბერბერას პორტში შევიდა.

„ეს არის უკრაინის დახმარება აფრიკელი ხალხისთვის, რომელიც შიმშილის ზღვარზეა“. - თქვა ერმაკმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან (WFP) თანამშრომლობით გაგზავნილი ხორბლის ლოჯისტიკური მხარდაჭერა ფინეთმა, იაპონიამ და საფრანგეთმა უზრუნველყვეს.

სექტემბერში უკრაინამ სომალსა და ეთიოპიას 50 ათასი ტონა ხორბლის დახმარება გაუწია.


საკვანძო სიტყვები: #ხორბალი , #სომალი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები