აშშ-ში თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტის დამტკიცება სრულდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაცვის რეკორდული 858 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის დამტკიცება სრულდება

1919672
აშშ-ში თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტის დამტკიცება სრულდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაცვის რეკორდული 858 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის დამტკიცება სრულდება.

კანონპროექტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატაში დაახლოებით ერთი კვირის წინ უყარეს კენჭი, 80 დეპუტატის წინააღმდეგ და 350 დეპუტატის ხმით მიიღეს.

თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტი ასევე დაამტკიცა აშშ-ს სენატმა 83 ხმით 11 წინააღმდეგ.

თურქეთის გადამწყვეტი პოზიციისა და დიპლომატიური მუშაობის შედეგად, კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში ამოიღეს პუნქტები, რომლებიც F-16 საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთისთვის მიყიდვას პირობებს უკავშირებდა.

165 მილიონ 309 ათასი დოლარი დამტკიცდა ფონდისთვის, რომლითაც ასევე სარგებლობს სირიაში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG.

თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ხელმოწერით უახლოეს დღეებში დაკანონდება.



მსგავსი ინფორმაციები