ენერგეტიკის მინისტრმა ნავთობის სამძებრო სამუშაოებზე ისაუბრა

მინისტრის თქმით, შირნაქში ნავთობის აღმოჩენა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა, რომელიც ბოლო პერიოდში ხმელეთზე გაკეთდა

1915728
ენერგეტიკის მინისტრმა ნავთობის სამძებრო სამუშაოებზე ისაუბრა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ შირნაქში ნავთობის აღმოჩენა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა, რომელიც ბოლო პერიოდში ხმელეთზე გაკეთდა.

დონმეზმა ერთ-ერთ კერძო ტელეარხზე შირნაქში ნავთობის სამძებრო სამუშაოებზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ სეისმური კვლევები რეგიონში დაახლოებით ერთი წელია გააქტიურდა და ნავთობის საძიებო სამუშაოები უსაფრთხოების მიზეზების გამო ადრე ვერ განხორციელდა.

„ჩვენ ჩავატარეთ სეისმური კვლევები იმ რეგიონებში, რომლებიც ჩვენმა ჯარისკაცებმა ტერორისტებისგან გაწმინდეს...  დღეს ჩვენ გვაქვს დღიური ნავთობის მოპოვება დაახლოებით 1200-1300 ბარელი ოთხ ჭაბურღილში შირნაქში გაბარის მთაზე და მის გარშემო...  ჩვენ მიზნად ვისახავთ იქ ჭაბურღილების რაოდენობი 10-მდე ან მეტზე გავზარდოთ“.  - განაცხადა დონმეზმა.

მინისტრის თქმით, გაბარის მთის სხვა რეგიონში ჩატარებული სეისმური კვლევები დასასრულს უახლოვდება.

„ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა, რომელიც ხმელეთზე გაკეთდა ბოლო პერიოდში. ამას გამოვაცხადებთ, როცა დასრულდება კვლევები“. - თქვა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა.

დონმეზმა აღნიშნა, რომ რეზერვებთან დაკავშირებული სამუშაოების დასრულების შემდეგ განცხადება შეიძლება გაკეთდეს წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი შირნაქში ნავთობის სამძებრო სამუშაოებს გააგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები