თურქეთიდან ექსპორტი ნოემბერში ისევ გაიზარდა
ნოემბერში ქვეყნის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 1,9 პროცენტით გაიზარდა

თურქეთის მძლავრი პერფორმანსი ექსპორტში გრძელდება.
ნოემბერში ქვეყნის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 1,9 პროცენტით გაიზარდა და 21,9 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა ნოემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემები ადანაში გამოაცხადა.
„2022 წლის პირველ სამ კვარტალში, ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტის 14,5 პროცენტიანი ზრდით, ექსპორტის ზრდაში წვლილი 3,4 პუნქტი იყო“. -აღნიშნა მეჰმედ მუშმა.
ნოემბერში თურქეთიდან ყველაზე მეტი ექსპორტი გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ერაყში განხორციელდა.
ნოემბერში ექსპორტი ფილიპინებში 10-ჯერ გაიზარდა, ხოლო საუდის არაბეთში 9-ჯერ.
ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის ექსპორტი იანვარ-ნოემბერში 14 პროცენტით გაიზარდა და 231 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მსგავსი ინფორმაციები

„ფათიფმა“ „ამასრა-2“-ის ჭაბურღილში საძიებო სამუშაოები დაიწყო
„ფათიფმა“ „ამასრა-2“-ის ჭაბურღილში საძიებო სამუშაოები დაიწყო