მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნები, რეცესიამდე მიიყვანოს

1888307
მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნები, რეცესიამდე მიიყვანოს.

2022 წლის ვაჭრობისა და განვითარების ანგარიშში, რომელიც გაავრცელა გაერთიანებული ერების ირგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციამ (UNCTAD), შეფასდა წლევანდელი გლობალური ზრდის მაჩვენებლები და გაზუარებული იქნა პროგნოზები.

ანგარიშში გლობალური ზრდა 2022 წლის ბოლოსათვის 2,5 პროცენტია პროგნოზირებული და ნავარაუდებია, რომ ეს მაჩვენებელი 2023 წელს 2,2 პროცენტამდე შემცირდება.

განვითარებულ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების უეცარმა ზრდამ და ფინანსური გამკაცრების პრაქტიკამ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის და 24 თებერვლიდან დაწყებული უკრაინა-რუსეთის ომის გავლენით, მსოფლიო ეკონომიკური შენელება რეგრესიად გადაიქცა და ეს ვითარება საფრთხეს წარმოადგენს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის.

მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლევანდელი განაკვეთების ზრდა აშშ-ში განვითარებად ქვეყნებში მთლიანად 360 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს.

გაერთიანებული ერების ირგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის გენერალურმა მდივანმა რებეკა გრინსპანმა განაცხადა: „განვითარებული ქვეყნების მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური პრაქტიკა 2008 და 2020 წლის COVID-19-ის შოკზე უარესი ზიანის გამოწვევით, მსოფლიოს გლობალურ რეცესაში ჩათრევის რისკს შეიცავს“.

მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის დრო გლობალური რეცესიის თავიდან ასაცილებლად და მოუწოდა განვითარებულ ქვეყნებს, შესაბამისად გადააკეთონ თავიანთი ფინანსური პოლიტიკა.


საკვანძო სიტყვები: #მონეტარული პოლიტიკა , #რეცესია

მსგავსი ინფორმაციები