Moody's-მა თურქეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი წელს 4,5 პროცენტამდე გაზარდა
საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Moody's-მა თურქეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი წელს 3,5-დან 4,5 პროცენტამდე გაზარდა
საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Moody's-მა თურქეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი წელს 3,5-დან 4,5 პროცენტამდე გაზარდა.
Moody's-მა გლობალური მაკრო ასპექტების 2022-23 წლის ანგარიშის აგვისტოს ნომერი გამოაქვეყნა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ს, იაპონიის, გერმანიის, კანადის, ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზები ამ წლისთვის გადაიხედა და შემცირდა, ხოლო თურქეთის, იტალიის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ზრდის პროგნოზი გაიზარდა.
Moody's-ის ანგარიშის თანახმად, თურქეთის ეკონომიკა წელს 4,5 პროცენტით, ხოლო მომავალ წელს 2 პროცენტით გაიზრდება.
საკრედიტო რეიტინგის სააგენტოს მაისში გაკეთებულ პროგნოზებში ნათქვამი იყო, რომ თურქეთის ეკონომიკა წელს 3,5 პროცენტით, ხოლო მომავალ წელს 4 პროცენტით გაიზრდება.
მსგავსი ინფორმაციები
2024 წელს სხვადასხვა ბუნებრივმა კატასტროფებმა მთელ მსოფლიოში 11 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
2024 წელს სხვადასხვა ბუნებრივმა კატასტროფებმა მთელ მსოფლიოში 11 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა