მარცვლეულის გადაზიდვა უკრაინიდან გრძელდება
მარცვლეულის გადაზიდვა უკრაინიდან გრძელდება
1873256
გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან კიდევ 3 მარცვლეულით დატვირთული გემი გავიდა.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „მარცვლეულის გადაზიდვა გეგმის მიხედვით გრძელდება. დღეს დილის მდგომარეობით უკრაინის პორტებიდან კიდევ მარცვლეულით დატვირთული 3 გემი გავიდა“.
შავი ზღვიდან სურსათის უსაფრთხო ტრანსპორტირების მიზნით, 22 ივლისს, სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლის პრეზიდენტის ოფისში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით უკრაინასა და რუსეთთან ხელი მოეწერა "სტამბოლის მარცვლეულის შეთანხმებას".
შავი ზღვიდან მარცვლეულის პროდუქტების უსაფრთხო გადაზიდვისთვის შექმნილი ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი 27 ივლისს ამოქმედდა სტამბოლის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კამპუსში.