უკრაინაში ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქეთი თავის წვლილს შეიტანს

უკრაინაში ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქეთი თავის წვლილს შეიტანს

1869851
უკრაინაში ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქეთი თავის წვლილს შეიტანს

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, გუშინ უკრაინაში განხორციელებული ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ლვოვში ორი ქვეყნის პრეზიდენტების თანდასწრებით, ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც უკრაინაში, ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქული მხარის მონაწილეობას ისახავს მიზნად.

მემორანდუმს ხელი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, უახლოეს მომავალში რეკონსტრუქციის საკითხებზე, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უკრაინაში სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტების რეკონსტრუქციას, როგორიცაა გზები, ხიდები, წყლისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები და სკოლები



მსგავსი ინფორმაციები