პრეზიდენტი ერდოღანი 34 ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას დაესწრო

პრეზიდენტი ერდოღანი 34 ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას დაესწრო

1866785
პრეზიდენტი ერდოღანი 34 ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას დაესწრო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ მოკლე დროში თურქეთის ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრე 2,5-ჯერ, 44 მილიარდი კილოვატ საათიდან 110 მილიარდ კილოვატ საათამდე გაზარდეს.

ერდოღანი დედაქალაქ ანკარაში, ბეშთეფეს „მილეთის კონგრესისა და კულტურის ცენტრში“ სახელმწიფოს ჰიდრავლიკური სამუშაოების გენერალური დირექტორატის მიერ აგებული 34 ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაზე მაღალი კაშხალის იუსუფელის მშენებლობა, რომელიც წელიწადში 1,9 მილიარდ კილოვატ საათამდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, დასასრულს მიუახლოვდა.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, დღეს გასახსნელებთან ერთად, ჩვენს ქვეყანას შევმატეთ 605 ახალი ჰიდროელექტროსადგური და საერთო რაოდენობა 730-მდე გავზარდეთ“.-აღნიშნა რ. თ. ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები