ანგოლაში 170 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს

ავსტრალიურმა კომპანია Lucapa Diamond-მა ანგოლაში დიდი ბრილიანტი იპოვა

1860296
ანგოლაში 170 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს

ანგოლაში 170 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს.

ავსტრალიურმა კომპანია Lucapa Diamond-მა ანგოლაში დიდი ბრილიანტი იპოვა.

კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ლულოს მაღაროში 170 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი (The Lulo Rose) აღმოაჩინეს, რომელიც ბოლო 300 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ერთ-ერთი უდიდესი ვარდისფერი ბრილიანტია.

ანგოლის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ბრილიანტი გასაყიდად გამოვა საერთაშორისო ტენდერით, რომელსაც ჩაატარებს ქვეყნის სავაჭრო ფირმა Sodiam.


საკვანძო სიტყვები: #ვარდისფერი ბრილიანტი , #ანგოლა

მსგავსი ინფორმაციები