თურქეთმა მეზობელ ქვეყნებში 6 თვეში 11,4 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა
თურქეთმა მეზობელ ქვეყნებში 6 თვეში 11,4 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში თურქეთის ექსპორტი მეზობელ ბულგარეთში, საქართველოში, ერაყში, ირანში, სირიასა და საბერძნეთში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25,4 პროცენტით გაიზარდა და 11,4 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ვაჭრობის სამინისტროსა და თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის მონაცემებით თურქეთიდან მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტი 20 პროცენტით გაიზარდა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეკორდი დაამყარა. ამ ხნის განმავლობაში თურქეთიდან განხორციელებული ექსპორტის მთლიანმა შემოსავალმა 126 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა ექსპორტზე დაფიქსირდა ბულგარეთში (39,1 პროცენტი), საქართველოში (37,6 პროცენტი) და ერაყში (24,1 პროცენტი).
მსგავსი ინფორმაციები
სირიის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება განიხილება
სირიის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე განიხილება