აშშ-მა რუსეთი მარცვლეულის საკითხზე გააფრთხილა

სოფლის მეურნეობის მდივანმა, ტომ ვილსაკმა, მოუწოდა რუსეთს არ გამოიყენოს უკრაინული მარცვლეული „იარაღად“, გახსნას პორტები და დაასრულოს ომი

1844626
აშშ-მა რუსეთი მარცვლეულის საკითხზე გააფრთხილა

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის მდივანმა, ტომ ვილსაკმა, მოუწოდა რუსეთს არ გამოიყენოს უკრაინული მარცვლეული „იარაღად“, გახსნას პორტები და დაასრულოს ომი.

ტომ ვილსაკმა, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის და მიწოდების ჯაჭვში პრობლემების, კლიმატის ცვლილებების და ბოლოს ომზე ისაუბრა, რომელიც რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო და აღნიშნა, რომ ეს იწვევს შეშფოთებას გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესახებ.

მან განაცხადა, რომ აშშ გაზრდის მარცვლეულის წარმოებას და გეგმავს 500 მილიონი დოლარის ინვესტირებას სასუქის გამოყენებასა და წარმოებაში. ვილსაკმა თქვა, რომ მარცვლეულის მარაგების შესახებ მკაფიო სურათის არარსებობამ გამოიწვია სურსათზე ფასების ზრდა.

ამერიკის სოფლის მეურნეობის მდივანმა, განაცხადა, რომ აშშ-ს არ დაუწესებია სანქციები საკვებსა და სასუქებზე და რუსეთს მოუწოდა არ გამოიყენოს უკრაინული მარცვლეული „იარაღად“, გახსნას პორტები და დაასრულოს ომი.

ტომ ვილსაკის თქმით, უკრაინის ომის გამო პორტებში 20 მილიონი ტონა მარცვლეული ინახება და გააკეთა გაფრთხილება, რომ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში შესაძლო შიმშილობამ შეიძლება გამოიწვიოს რეგიონში არასტაბილურობა.

მანვე განაცხადა, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაეროს გეგმაზე სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თურქეთის ხელისუფლება მოლაპარაკებებს სერიოზულად აწარმოებს და იგივე სერიოზულობას ელიან რუსეთისგანაც.


საკვანძო სიტყვები: #მარცვლეული , #რუსეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები