ბაიდენი ლტოლვილთა ნაკადის გაზრდაზე პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებს

ბაიდენმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ლტოლვილთა ნაკადის გაზრდის მიზეზი გლობალური ეკონომიკის გაუარესებაა, რაც გამოიწვია პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა

1840353
ბაიდენი ლტოლვილთა ნაკადის გაზრდაზე პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ლტოლვილთა ნაკადის გაზრდის მიზეზი გლობალური ეკონომიკის გაუარესებაა, რაც გამოიწვია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა.

ბაიდენმა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერებს, ლოს-ანჯელესში გამართულ „ამერიკის ქვეყნების სამიტის“ ოფიციალურ გახსნის ცერემონიაზე მიმართა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატია განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და იგი ქვეყნებს შორის თანამშრომლობით უნდა იყოს მხარდაჭერილი.

ბაიდენი ასევე შეეხო განსაკუთრებით ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ში ლტოლვილების შედინებას და დასძინა: "გლობალური ინფლაციის ზეწოლა პუტინის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკმა ომმა გაამწვავა. ოჯახებისთვის უფრო რთული გახდა მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს ლტოლვილთა ნაკადს დასავლეთ ნახევარსფეროში."

თავის გამოსვლაში ბაიდენმა განაცხადა, რომ ახალი ეკონომიკური პარტნიორობა ჩამოყალიბდა ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან და ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას.



მსგავსი ინფორმაციები