თურქეთის ავიახაზები ზედიზედ მეხუთედ დასახელდა თურქეთის „ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად“
თურქეთის ავიახაზები ბრენდების შეფასების საერთაშორისო სააგენტოს Brand Finance-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში ზედიზედ მეხუთედ დასახელდა თურქეთის „ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად“

თურქეთის ავიახაზები (THY) ბრენდების შეფასების საერთაშორისო სააგენტოს Brand Finance-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში ზედიზედ მეხუთედ დასახელდა თურქეთის „ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად“.
Brand Finance-ს 2022 წლის „თურქეთის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების“ კვლევა დასრულდა.
THY-ს პრესსამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ THY-მა სიაში პირველი ადგილი დაიკავა, ისევე როგორც 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში და რომ THY-ის ბრენდის ღირებულებამ 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად კოვიდ-19-ის ეპიდემიის გავლენისა, რომელმაც შეძრა გლობალური საავიაციო ინდუსტრია, თურქეთის ავიახაზებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, გასული წლების ადგილი შეინარჩუნა და ტიტული ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა.
მსგავსი ინფორმაციები

Fitch Ratings-მა, თურქეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეაფასა
Fitch Ratings-მა, თურქეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეაფასა