მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია Saudi Aramco გახდა
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია Saudi Aramco გახდა
1826050

საუდის არაბეთის ნაციონალური ნავთობკომპანია, Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. Saudi Aramco-ს კაპიტალიზაციამ Apple-ს კაპიტალიზაციას გადაასწრო და 2,42 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
რაც შეეხება, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია Apple-ს კაპიტალიზაციამ 2,37 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
ამრიგად, Saudi Aramco-მ 2020 წლის შემდეგ პირველად გაუსწრო Apple-ს და გახდა ყველაზე ძვირადღირებული კომპანია.
Saudi Aramco-ს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად გადაქცევის მიზეზად, ნავთობის ფასების ზრდა სახელდება.
მსგავსი ინფორმაციები

იანვარ-აპრილის პერიოდში თურქეთს 8 მილიონ 885 ათას 876 ადამიანი ეწვია
იანვარ-აპრილის პერიოდში თურქეთს 8 მილიონ 885 ათას 876 ადამიანი ეწვია