ეგვიპტე და ევროკავშირი ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
ეგვიპტე და ევროკავშირი ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

ეგვიპტემ და ევროკავშირმა ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი სამიჰ შუქრი ოფიციალური ვიზიტის კაიროში მყოფ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ფრანს ტიმერმანსს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ეგვიპტის და ევროკომისიის მხრიდან გავრცელებულ ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ სინი, რუსული გაზის ალტერნატივის მოძიების ფარგლებში ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
„მხარეები თხევადი ბუნებრივი გაზისა და მწვანე წყალბადის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაზრდაზე და ხმელთაშუა ზღვის მწვანე წყალბადის პარტნიორობის განვითარებაზე შეთანხმდნენ, რომელიც მოიცავს წყალბადით ვაჭრობას ევროპაში, აფრიკასა და ყურის ქვეყნებს შორის“, ნათქვამია ეგვიპტის და ევროკომისიის მხრიდან გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.