სლოვაკეთი რუსული გაზის საფასურს რუბლებში გადაიხდის
სლოვაკეთი რუსული გაზის საფასურს რუბლებში გადაიხდის

სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა რიჩარდ სულიკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსული გაზის საფასურს რუბლებში გადაიხდის, თუკი მათ გაზის ნაკადის შენარჩუნება დასჭირდებათ.
მან ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„თუ არსებობს რუბლებში გადახდის მოთხოვნა, მაშინ ჩვენ გადავიხდით რუბლებში“, - თქვა მან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული გაზის იმპორტი სლოვაკეთში დაახლოებით 85 პროცენტს შეადგენს რა, შესაბამისად, ქვეყნის ხელისუფლება ამ მხრივ პრაგმატული დარჩება.
სულიკმა ინტერვიუს დროს ასევე მოუწოდა დანარჩენ ევროპას ეძიოს საერთო გამოსავალი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა, 1-ელი აპრილიდან, რუსული გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ.
მსგავსი ინფორმაციები

საკრუიზო გემი "Norwegian Jade" მუღლას რაიონ ბოდრუმის რაიონში შევიდა
ბაჰამის დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი "Norwegian Jade" მუღლას რაიონ ბოდრუმის რაიონში შევიდა