აშშ რუსეთს სურსათის გადამზიდავი გემების ბლოკირებაში ადანაშაულებს

აშშ რუსეთს სურსათის გადამზიდავი გემების ბლოკირებაში ადანაშაულებს

1804470
აშშ რუსეთს სურსათის გადამზიდავი გემების ბლოკირებაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა, რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ იგი მსოფლიო ბაზრისთვის სურსათის გადამზიდავი დაახლოებით 94 გემის ხმელთაშუა ზღვაში შესვლას ხელს უშლის.

შერმანმა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „უკრაინაში ომზე და მის გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შედეგებზე პასუხისმგებელი მხოლოდ რუსეთია.“

შერმანმა აღნიშნა, რომ მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც რუსეთის მიერ ალყაში მოექცა 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და დაამატა: „მარიუპოლის მაცხოვრებლები, რომლებიც 5 კვირის წინ მსოფლიოს მარცვლეულის ექსპორტით კვებავდნენ, დღეს იღუპებიან (რუსეთის სახელმწიფოს) პრეზიდენტის (ვლადიმერ) პუტინის ომის გამო.“

შერმანმა განაცხადა, რომ მსოფლიო ხორბლის ექსპორტის 30 პროცენტი, სიმინდის ექსპორტის 20 პროცენტი და მზესუმზირის ზეთის ექსპორტის 75 პროცენტი შავი ზღვის რეგიონიდან მოდის და გააკეთა გაფრთხილება, რომ პუტინის ომი საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.

მისივე თქმით, რუსეთმა შავ ზღვაში დაბომბა სულ მცირე 3 სამოქალაქო გემი, რომლებსაც პროდუქცია გადაჰქონდათ.

"რუსეთის საზღვაო ფლოტი უკრაინის პორტებზე წვდომის დაბლოკვით წყვეტს მარცვლეულის ექსპორტს. ისინი ხელს უშლიან ხმელთაშუა ზღვაში მსოფლიო ბაზრისთვის საკვების გადამზიდავი 94 გემის შესვლას". -  თქვა შერმანმა.

გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბარბარა ვუდვორდმა თქვა: „რუსეთი ომის საკითხში მადით მსოფლიოს სუფრიდან საკვებს აცლის“. საფრანგეთის ელჩმა ნიკოლა დე რივიერმა შეფასების გაკეთებისას რუსეთი მსოფლიოში შიმშილობის რისკის გაზრდაში დაადანაშაულა.

რუსეთმა და ჩინეთმა კი დასავლეთის სანქციები და ეკონომიკური ემბარგო დაადანაშაულეს გლობალურ სურსათის ბაზარზე არსებულ არეულობაში.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა დევიდ ბიზლიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტით მსოფლიო "პურის კალათა" იყო და ის ახლა "პურის რიგში მყოფის" მდგომარეობაში ჩავარდა. მისივე თქმით, ომი მხოლოდ უკრაინაზე არ მოახდენს გავლენას, მას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული გლობალური შედეგები ექნება.



მსგავსი ინფორმაციები