ბრიტანეთმა 65 რუს ბიზნესმენსა და კომპანიას სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ 65 რუს ბიზნესმენსა და კომპანიას სანქციები დაუწესა

1801392
ბრიტანეთმა 65 რუს ბიზნესმენსა და კომპანიას სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ 65 რუს ბიზნესმენსა და კომპანიას სანქციები დაუწესა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის რკინიგზა და კერძო სამხედრო კომპანია Wagner Group-ი, 24 თებერვალს დაწყებული რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მხარდაჭერის გამო სანქციების ფარგლებში მოხვდა და სანქციები დაუწესეს ასევე კომპანია Kronshtadt-ს, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.

სანქცირებულ კომპანიებს შორის არის ალფა ბანკი, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები მიხაილ ფრიდმანი, პეტრ ავენი და გერმან ხანი მანამდე იყვნენ შეყვანილი სანქცირებულთა სიაში და „ალროსა“, მსოფლიოში ბრილიანტის უმსხვილესი მწარმოებელი, რომლის საბაზრო ღირებულება 4,69 მილიარდი ფუნტია.

სანქციები ასევე დაუწესდათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გერს, პოლინა კოვალევას, რომელსაც 4 მილიონი ფუნტის ღირებულების ქონება აქვს დედაქალაქ ლონდონში და გალინა დანილჩენკოს, რომელიც რუსეთმა უკრაინაში მელიტოპოლის „მერად“ დანიშნა.



მსგავსი ინფორმაციები