იმფ-ს დირექტორის  აზრით, ეკონომიკური ზრდის პროცესი გაგრძელდება

“ეკონომიკის განვითარება პოზიტიური დარჩება, თუმცა უფრო ნელი ტემპით“

1800583
იმფ-ს დირექტორის  აზრით, ეკონომიკური ზრდის პროცესი გაგრძელდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ, ჟურნალ “Foreign Policy“-ს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, უკრაინაში 24 თებერვლიდან მიმდინარე ომის, გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაზე ზეგავლენა შეაფასა და თქვა, რომ ამ ომის მიუხედავად, გლობალური ეკონომიკის განვითარება პოზიტიური დარჩება, თუმცა უფრო ნელი ტემპით. მისივე აზრით, ომის გამო წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებაცაა მოსალოდნელი, თუმცა ზრდის პროგნოზი კვლავ დადებითი იქნება. “ჩვენ ვიბრძოდით რომ ეკონომიკის გაზრდით ინფლაცია შეგვემცირებინა, რაც პრობლემად იქცა, მაგრამ, პირიქით მოხდა, ეკონომიკური ზრდა იკლებს, ინფლაცია კი იმატებს“. - განაცხადა სავალუტო ფონდის დირექტორმა და იქვე დაამატა, რომ სუსტ ეკონომიკებში შესაძლოა იყოს რეცესიის რისკი. გეორგიევამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ომის შედეგად ენერგიასა და საკვებ პროდუქტებზე დაწესებული მაღალი ფასებით გამოწვეული შოკი და კიდევ, რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები, უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მრავალი განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკაზე.



მსგავსი ინფორმაციები