აშშ-მა სანქციები დაუწესა პესკოვსა და ზოგიერთ ოლიგარქს

„ყველა მათგანის და მათი ოჯახის წევრების აქტივები გაიყინება“

1789942
აშშ-მა სანქციები დაუწესა პესკოვსა და ზოგიერთ ოლიგარქს

აშშ-დან გავრცელებული ინფორმაციებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და ზოგიერთი რუსი ოლიგარქი სანქციების სიაში შეიყვანეს და ამ ადამიანებს სავიზო აკრძალვა დაუწესეს. თეთრი სახლის წერილობითი განცხადებაში აღნიშნულია: “აშშ-ი, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინირებულად აგრძელებს სანქციების დაწესებას რუსეთის ელიტისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რადგან, ისინი აგრძელებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აგრესიული პოლიტიკისადმი მხარდაჭერას“. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, სანქცირებული პირები აშშ-ის ფინანსურ სისტემას ჩამოშორდებიან, გაიყინება მათი ყველანაირი აქტივები აშშ-ში და აეკრძალებათ უძრავი ქონებით სარგებლობა, ხოლო მათი სისხლისსამართლებრივი დევნისა და კერძო ქონების ჩამორთმევის მიზნით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შუამდგომლობით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და პუტინის ახლო მეგობარი, წარმოშობით უზბეკი ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი, რომლის კუთვნილი იახტა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძვირია მთელს მსოფლიოში, ახლახან ჩამოართვა გერმანიამ. კრემლის პრესსპიკერი პესკოვი კი სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს როგორც პუტინის პოლიტიკის ყველაზე დიდი პროპაგანდისტი. ამავე სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი “ვაგნერ ჯგუფის“ მენეჯერი, პუტინის ახლო მეგობარი, “კრემლის მზარეულის“ სახელით ცნობილი ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი 3 კომპანია, მისი ცოლი, ქალიშვილი და ვაჟი. მათ გარდა სანქციების სიაში შეყვანილ იქნენ ასევე რუსი ბიზნესმენი და უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ყოფილი თანამშრომელი ნიკოლაი ტოკარევი, რუსული სახელმწიფო თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიის პრეზიდენტი სერგეი ჩემეზოვი, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი, რუსი ბიზნესმენები ბორის როტენბერგი და მისი შვილი არკადი როტენბერგი.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #სანქციები , #დიმიტრი პესკოვი

მსგავსი ინფორმაციები