ვაჭრობის მინისტრი თურქმენეთში გაემგზავრება

ვაჭრობის მინისტრი თურქმენეთში გაემგზავრება

1783030
ვაჭრობის მინისტრი თურქმენეთში გაემგზავრება

თურქეთის ვაჭრობის მინისტრი მეჰმედ მუში, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განსახილველად თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადს ეწვევა. სამინისტროს განცხადებით, 25 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მუში თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვსაც შეხვდება.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში განიხილება, თურქეთ-თურქმენეთის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე საინვესტიციო და კონტრაქტების საკითხები.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და თურქმენეთს შორის ვაჭრობის მოცულობამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 53 პროცენტით გაიზარდა და 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.  რაც შეეხება თურქმენეთს, ამ პერიოდში თურქმენეთში ექსპორტმა  985 მილიონი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი  711 მილიონი დოლარი.

მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის თურქმენეთში 50 მილიარდი დოლარის ღირებულების 1061 პროექტი განხორციელდა თურქი კონტრაქტორების მიერ.


საკვანძო სიტყვები: #თურქმენეთი , #მეჰმედ მუში

მსგავსი ინფორმაციები